კონფერენს ლიგის 1/16-ფინალის წყვილები ცნობილია

0
19

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ კოფენერს ლიგის 1/16-ფინალის წყვილები გაირკვა. კენჭისყრაში კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავის ჯგუფში მე-2 ადგილზე გასული და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 პოზიციის დამკავებელი გუნდები მონაწილეობდნენ.
კენჭისყრას უცვლელ წამყვან პედრო პინტუსთან ერთად, უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტი და ალბანეთის ეროვნული ნაკრების ექსმცველი ლორიკ ცანა უძღვებოდნენ.
კენჭისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:
“მარსელი” – “ყარაბაღი” (აგდამი)
“ლესტერი” – “რანდერსი”
პსვ (ეინდჰოვენი) – “მაქაბი” (თელ-ავივი)
“სელტიკი” (გლაზგო) – “ბოდო-გლიმტი”
“ფენერბაჰჩე” (სტამბოლი) – “სლავია” (პრაღა)
“მიდტიულანდი” – პაოკი
“სპარტა”(პრაღა) – “პარტიზანი” (ბელგრადი)
“რაპიდი” (ვენა) – “ვიტესი” (არნემი)/”ტოტენჰემი” (ლონდონი)
1/16-ფინალის პირველი შეხვედრები 17 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო 24 თებერვალს.
ამ წყვილებში გაამრჯვებულებს 1/8-ფინალში კონფერენს ლიგის ჯგფურ ეტაპზე თავის ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ელოდებიან: ლასკი (ლინცი), “გენტი”, “რომა”, “ალკმაარი”, “ფეინოორდი” (როტერდამი), “კოპენჰაგენი”, “რენი”, “ბაზელი”. კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა თებერვალში ჩატარდება. კონფერენს ლიგის ფინალი 22 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში “კომბეტარე არენაზე” გაიმართება.