ევროპა ლიგის 1/16-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

0
58

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ ევროპა ლიგის 1/16-ფინალის წყვილები გაირკვა. კენჭისყრაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-2 ადგილზე გასული და  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავის ჯგუფში მე-3 პოზიციის დამკავებელი გუნდები მონაწილეობდნენ.
კენჭისყრას უცვლელ წამყვან პედრო პინტუსთან ერთად, უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტი და “სევილიას” ყოფილი მეკარე ანდრეს პალოპი უძღვებოდა, რომელსაც უეფას თასი 2-ჯერ მოუგია.
“სევილია” – “დინამო” (ზაგრები)
“ატალანტა” (ბერგამო) – “ოლიმპიაკოსი” (ათენი)
“ლაიფციგი” – “რეალ სოსიედადი” (სან სებასტიანი)
“ბარსელონა” -“ნაპოლი” (ნეაპოლი)
“ზენიტი” (სანკტ-პეტერბურგი) – “ბეტისი” (სევილია)
“ბორუსია” (დორტმუნდი) – “გლაზგო რეინჯერსი” (გლაზგო)
“შერიფი” (ტირასპოლი) – “ბრაგა”
“ლაციო” (რომი) “პორტუ”
1/16-ფინალის პირველი შეხვედრები 17 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო 25 თებერვალს.
ჩამოთვლილ წყვილებში გამარჯვებული გუნდებს 1/8-ფინალში “ლიონი”, “მონაკო”, “სპარტაკი” (მოსკოვი), “აინტრახტი” (ფრანკფურტი), “გალათასარაი” (სტამბოლი), “ცრვენა ზვეზდა” (ბელგრადი), “ბაიერი: (ლევერკუზენი) და “ვესტ ჰემი” (ლონდონი) ელოდებათ, რომელტა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავის ჯგიფებში პირველი ადგილი დაიკავეს. ევროპა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა თებერვლაში შედგება. ევროპა ლიგის ფინალი 2022 წლის 18 მაისს სევილიაში “რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიმართება, სადაც ბოლოს ევროთასების ფინალში 1986 წელს შედგა, როდესაც ბუქარესტის “სტიაუამ” პენალტების სერიაში “ბარსელონა” დაამარცხა.

ლაშა თაბაგარი