ზლატანის მესამასე გოლი

0
22

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ”უდინეზე” შინ ”მილანს” შეხვდა. მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე “როსონერის” 40 წლის შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სტუმრები მარცხისგან იხსნა, გოლი გაიტანა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ვეტერანმა სკანდინავიელმა ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატში (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) მე-300 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით 21-ე საუკუნეში მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუსა (483) და არგენტინელ ლეო მესის (475) ჩამორჩება.