ზივზივაძემ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა

0
16

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში „ფეჰერვარის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-16 ტურში ქართველის გუნდი გასვლაზე მტკ-ს შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა. სტუმრებიდან ანგარიში 21-ე წუთზე კოდრომ გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე პეტრიაკმა მეორე გოლი გაიტანა.
ზივზივაძე სასტარტოში არც ამჯერად იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 11 შეხვედრა ჩაატარა და სასტარტოში 4-ჯერ მოხვდა. ზივზივაძის ანგარიშზე 2 გოლია. ის „ფეჰერვარში“ მეორე წელიწადს ატარებს და წინა სეზონში 31 შეხვედრაში (20 სასტარტოში) მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო. „ფეჰერვარი“ 26 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიცაზეა.