მიქაუტაძის უშანსო მარცხი „ანდერლეხტთან“

0
6

„სერენი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, მიმდინარე სეზონში „ანდერლეხტს“ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა, მაგრამ სათასო მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ტიტულიან მეტოქეს ბრძოლა ვერ გაუმართა.
„ანდერლეხტმა“ მასპინძლებს 5 უპასუხო გუნდი გაუტანა და თუნდაც ქულის აღების ოდნავი შანსიც არ დაუტოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მიქაუტაძემ, რომელიც ბელგიის უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს და 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
“სერენი” 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში “ქარაგიუმრუქი” შინ “ქონიასფორთან” 1:4 დამარცხდა. მასპინძლების თადარიგში ქართველი შემტევი ნახევარმცველი ვატო არველაძე იყო, რომელსაც არ უთამშია. “ქარაგიუმრუქი” 22 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.