კვეკვესკირის გუნდის წაუგებელი სერია დასრულდა

0
4

პოზნანის „ლეხმა“, სადაც ნიკა კვეკვესკირი გამოდის პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ 8 მატჩიანი (6 გამარჯვება და 2 ფრე) წაუგებელი სერია შეწყვიტა. მე-18 ტურში პოზნანელები სტუმრად რადომის „რადომიაკს“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს. მასპინძლები მე-16 წუთზე პენალტის გატანის შემდეგ დაწინაურდნენ, ხოლო 30-ე წუთზე მეტოქე მეორედ დაამწუხრეს. სტუმრებმა ერთადერთი ბურთი 77-ე წუთზე გაიტანეს.
კვეკვესკირი სასტარტო შემადგნელობაში ამჯერადაც არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მარცხის მიუხედავად პოზნანელები 38 ქულით პოლონეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობას ინარჩუნებენ.