ბერიძის პირველი დუბლი მიმდინარე სეზონში

0
6

გიორგი ბერიძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. მე-16 ტურში „უიპეშტმა“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, შინ „პაკშს“ შეხვდა და 4:3 გაიმარჯვა.
ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-7 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0;1 აგებდა, მოედანის ცენტრიდან პარტნიორის  გადაცემის შემდეგ მცველს სისწრაფეში აჯობა და კარიდა გამოსულ სტუმართა გოლკიპერს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 1:1.
43-ე წუთზე, როცა მასპინძლები წინ 2:1 იყვნენ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ბერიძემ, რომელიც 82-ე წუთზე შეცვალეს, მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო, ხოლო თასზე თავი 3-ეჯრ გამოიჩინა. „უიპეშტი“ 17 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.