ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს

0
21

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მომავალი 4 წლის მანძილზე ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს. დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ არჩევნებზე ეროვნული გუნდის ყოფილი კალათბურთელი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მანამდე, თავისი კანდიდატურა მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა მოხსნა. არჩევნებში 39 დელეგატი მონაწილეობდა, რომელთაც 35 წლის სანიკიძეს მხარი ერთხმადა დაუჭირეს.
ვიქტორ სანიკიძე: „მთავარი მიმართულება მასობრიობის გაზრდაა. ეს კონკურენციას გაზრდის და შედეგებიც გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე აყვანა, რაც ნაკრების შედეგებზე პირდაპირ აისახება. კალათბურთი რომ განვითარდეს ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს ძლიერი. რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ – კალათბურთში 100 მილიონი ლარი ჩაიდება. ჩემ მხრიდან, ვეცდები კალათბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოვიზიდო“.
კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებად აირჩიეს: ლაშა გამყრელიძე, პაატა ლობჟანიძე, მიხეილ გაბრიჩიძე, ზურაბ კოტრიკაძე, გიორგი მარხვაშვილი, ამილახვარი, დავით თორთლაძე, ვიქტორ სანიკიძე, პაატა გურასპაული, ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით საყვარელიძე, ზურაბ გრძელიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ოთარ ფაიქრიძე.