სიჭინავა ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 წრის საუკეთესო ფეხბურთელია, მონიავა საუკეთესო მწვრთნელი

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 წრის საუკეთესო ფეხბურთელად ბოლნისის „სიონის“ შემტევი ნახევარმცველი დათა სიჭინავა დაასახელეს, იუწყება eliga.ge. 32 წლის სიჭინავამ განვლილ სეზონში 36-დან 35 მატჩში (33-ჯერ სასტარტოში) ჩაატარა და 20 გოლის (3 პენალტიდან) გატანის გარდა, 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან „სიონის“ მიერ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის დაკავებას და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას ხელი დიდად შეუწყო.


კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკესო მწვრთნელა მარტვილის „მერანის“ დამრიგებელი ცოტნა მონიავა აღიარეს, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა რეგულარულ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ შინ 2:0 დაამარცხა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება
:მეკარე: დავით კერესელიძე („გაგრა“)
მცველები: კიჭი მელიავა (მარტვილის „მერანი“), გია ჩადუნელი („გაგრა“), ზურაბ სეხნიაშვილი („ვიტ ჯორჯია“), ლევან ბარაბაძე („ვიტ ჯორჯია“)
ნახევარმცველები: გიგლა ბურკაძე (ზუგდიდის „დინამო“), თომა ტაბატაძე (ბოლნისის „სიონი“), დათ სიჭინავა (ბოლნისის „სიონი“)
თავდამსხმელები: თორნიკე მუზაშვილი („ვიტ ჯორჯია“), შეიკნე სილა (მარტვილის „მერანი“), ნიკა ხორხელი (ბოლნისის „სიონი“)