ლობჟანიძის გამარჯვების მომტანი პასი, ქართველს გამომუშავებული პენალტი ვერ დაუფასეს

0
63

„ჰათაისფორმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში სტუმრად „ალტაისთან“ სამი ქულა აიღო და ქართველმა ფეხბურთელმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ლობჟანიძე მიმდინარე სეზონში მესამედ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც 21-ე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები მარცხდებოდნენ. ის 75-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გასცდა და ზუსტი პასი გაუკეთა „ალტაის“ საჯარიმოში გახსნილ სენეგალელ სენტ-ლუისს, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 2:1. მანამდე, ანგარიში 75-ე წუთზე დიუფმა გაათანაბრა.
86-ე წუთზე „ალტაის“ მცველმა საქართველოს ნაკრების გარემარბი საკუთარ საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დიუფმა ვერ გამოიყენა – მეკარემ ბურთი მოიგერია.
„ჰათაისფორს“ 29 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.