ჰალკის ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, ბომბარდირი და თავდამსხმელი გახდა

0
39

„ატლეტიკო მინეიროს“ თავდამსხმელმა ჰალკმა ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ინდივიდუალური ჯილდო მიიღო.
35 წლის თავდამსხმელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, თავდამსხმელი და მოთამაშე გახდა. მან 35 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.
„ატლეტიკო მინეირო“ არსებობის ისტორიაში წელს ბრაზილიის ჩემპიონი მეორედ გახდა. მანამდე, ბელუ-ორიზონტეს გუნდმა ოქროს მედლები 1971 წელს მოიპოვა.