გაგნიძე შესვენებაზე გამარჯვებული წავიდა

0
32

ეკატერინბურგის „ურალმა“, სადაც ლუკა გაგნიძე გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგის პირველი ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. მე-18 ტურში ეკატერინბურგელები „როსტოვს“ ეწვივენ და 4:1 გაიმარჯვეს. საქართველო 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. გაგნიძე, რომელიც „ურალში“ მოსკოვის „დინამომ“ გაანაათხოვრა, რუსეთის ჩემპიონატში თავის სადებიუტო სეზონში 12 მატჩში ჩაატარა და სასტარტოში 5-ჯერ მოხვდა. მან რუსეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და ორივე შემთხვევაში მოედანზე პირველი წუთიდან იყო. „ურალი“ ზამთრის შესვენებაზე 19 ქულით და 16-გუნდიან ჩემპიონატში დაკავებული მე-11 პოზიციით გავიდა.
ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ლუვენმა“ სტუმრად „კორტრაიკთან“ 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების გარემარბი ლევან შენგელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. „ლუვენი“ 20 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში „ვოლფსბერგერმა“ გასვლაზე „ჰარტბერგთან“ 2:2 ითამაშა. სტუმრებში საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა მოედანზე 2 ტაიმი დაჰყო.