დავითაშვილმა ტრავმის გამო მატჩი ვერ დაასრულა

0
13

ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა მიიღო და მიმდინარე წელს რუსეთის პრემიერ ლიგაში გამართული ბოლო შეხვედრა ვერ დაასრულა. მე-18 ტურში ტულას „არსენალი“ მოსკოვში ადგილობრიც ცსკა-ს შეხვდა და 0:2 წააგო. დავითაშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თქმით, რომელმაც სტადიონი ყავარჯნებით დატოვა, კოჭი გადაუტრიალდა.
დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის პირველ ეტაპზე „არსენალში“ ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან რუსეთის თასზე ჩატარებულ ორ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. 20 წლის ფორვარდმა ზაფხულში ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ტულელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა.