ვიქტორ სანიკიძის შეხვედრა საერთო საარჩევნო კრების დელეგატებთან

0
14

11 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გურასპაულმა ვიქტორ სანიკიძეს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, არჩევნებში წარმოდგენილი იქნება ერთი საერთო კანდიდატი – ვიქტორ სანიკიძე.
სანიკიძემ დღეს, 10 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, პაატა გურასპაულთან ერთად, საერთო საარჩევნო კრების დელეგატებთან შეხვედრა გამართა, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფედერაციის თითოეულ წევრს და კალათბურთში ჩართულ პირებს დღემდე გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის და ისაუბრა სახელმწიფოს იმ უპრეცედენტო მხარდაჭერაზე, რომელიც ქართულ კალათბურთში 100 მილიონიან ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.
ვიქტორ სანიკიძემ საერთო საარჩევნო კრების დელეგატებთან ქართული კალათბურთის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებზე და ერთიანი ძალებით მუშაობაზე ისაუბრა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.