„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 1/8-ფინალისტია

0
16

უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო 1/8-ფინალისტი ვილიარეალი აღმოჩნდა. დიდთოვლობის გამო ოთხშაბათს ბერგამოში ადგილობრივ „ატალანტასა“ და „ვილიარეალს“ შორის გასამარი შეხვედრა, ხუთშაბათს შედგა. უნაი ემერის გაწვრთნილმა ესპანელებმა სტეფანი პიოლის დამოძღვრილ იტალიელებს 3:2 აჯობეს. „ვილიარეალი“ მე-3 წუთზე გრუნეველდმა დააწინაურა, ხოლო 42-ეზე კაპუემ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა. 51-ე წუთზე გრუნეველდმა დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ მასპინძლები გამოფხიზლდნენ და 71-ე წუთზე მალინოვსკიმ ერთი ბურთი გაქვითა. საპატამ მე-80 წუთზე ანგარიში კიდევ უფრო შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში „ატალანტან“ მეტი გოლი ვერ გაიტანა. „ვილიარეალმა“, რომელსაც ფრეც ხელს აძლევდა F ჯგუფში 10 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და ქულით ჩამორჩა „მანჩესტერ იუნაიტედს“. „ატალანტამ“ 6 ქულით მე-3 პოზიციაზე დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადაერთო.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ჯგუფებიდან პირველი ადგილით „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „აიაქსი“, „რეალი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლილი“ და „იუვენტუსი“ გავიდნენ.
მეორე ადგილი ჯგუფებში პსჟ-მ, „ატლეტიკომ“, „სპორტინგმა“, „ინტერმა“, „ბენფიკამ“, „ჩელსიმ“, „ზალცბურგმა“ და „ვილიარეალმა“ დაიკავეს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა ორშაბათს 13 დეკემბერს ჩატარდება.