უეფაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების წილისყრა გაიმართა

0
13

შვეიცარიაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების 2021/22 წლის სეზონის ა და ბ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 17 წლამდე ნაკრები B ლიგის მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად A ლიგაში გადასასვლელად ბულგარეთისა და ესტონეთის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. A ლიგაში სამ ნაკრებს შორის გამარჯვებული გუნდი აღზევდება და მომდევნო სეზონიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მატჩებს 2022 წლის მარტში, ბულგარეთში გამართავს.
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები კვლავ B ლიგაში ითამაშებს. ჩვენი გუნდი მეხუთე ჯგუფში სლოვაკეთს, ანდორას და სომხეთს დაუპირისპირდება. A ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გადაინაცვლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეხუთე ჯგუფის თამაშები 2022 წლის აპრილში, ანდორაში ჩატარდება.