„რომა“ 1997 წლის შემდეგ იტალიურ გუნდებში პირველია

0
12

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა „რომამ“ სტუმრად სოფიის ცსკა 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან დუბლი ტეო აბრაჰამმა შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ბორხა მაიორალის ანგარიშზე. მასპინძლებიდან თავი ჩატაკოვიჩმა და ვიდშატმა გამოიჩინეს.
„რომა“ 1997 წლის შემდეგ პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ევროთასებზე გოლი ზედიზედ 20 მატჩში გაიტანა.
„იუვენტუსმა“ 1996-1997 წლებში ევროთასებზე მეტოქეთა კარი მიჯრით 21 შეხვედრაში აიღო.
„რომამ“ კონფერენს ლიგის C ჯგუფში 13 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში გავიდა.