ქეცბაიას „ანორთოსისი“ კონფერენს ლიგაში ჯგუფში ჩარჩა- ყრუაშვილმა “პარტიზანს” პენალტი დაუდო

0
17

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ კონფერენს ლიგის ჯგუფიდან ვერ გავიდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კვიპროსელებს სტუმრად ბელგრადის „პარტიზანთან“ ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა, როდესაც სერბებისთვის ფრეც საკმარისი იყო. შეხვედრის მე-20 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში მილოვანოვიჩმა გახსნა, ხოლო 13 წუთში ხრისტოდოლუპოლუსმა პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. დარჩენიულ დროში მეტოი გოლი არ გასულა და „პარტიზანმა“ 8 ქულით B ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო „ანორთოსისი“ 6 ქულით მე-3 პოზიციაზე გავიდა. ბელგრადელებთან შეხვედრაში „ანორთოსისის“ ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ნკიკა კაჭარავამ ითამაშა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. განვლილი შეხვედრა ქართველი არბიტრების ბრიგადამ განსაჯა გიორგი ყრუაშვილის მეთაურობით, რომელსაც ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია ეხმარებოდნენ, ხოლო მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იყო.