ლებრონის მეასე სამმაგი დუბლი და მარცხი “გრიზლისთან”

0
18

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში ,,მემფის გრიზლისმა” ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს” უმასპინძლა და 13 ქულიანი უპირატესობით 108:95 დაამარცხა.
,,მემფისის” შემადგენლობაში 25 ქულით, 5 მოხსნითა და 3 ჩაჭრით ჯარენ ჯექსონი გამოირჩა. 23 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა იყო დესმონდ ბეინის ანგარიშზე.
,,ლეიკერსს” ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც 37 წუთში სამმაგი დუბლი გაიფორმა (მეასე საენბეო კარიერაში) – 20 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 დაფარება.
სამმაგი დუბლების ოდენობით ლებრონ ჯეიმსი მხოლოდ რასელ ვესტბრუკს, ჯეისონ კიდს, მეჯიქ ჯონსონს და ოსკარ რობერტსონს ჩამორჩება.
,,ლეიკერსი” 13 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.