ხოჭოლავას კაპიტნობით “კოპენჰაგენმა” კანკავა და კაშია ჯგუფში დატოვა

0
18

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში “კოპენჰაგენმა”, სადაც დავით ხოჭოლავა გამოდის, ბრატისლავას “სლოვანს” უმასპინძლა, რომლის რიგებში საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ასპარეზობენ. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ “სლოვანს” ჯგუფიდან გასვლისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, როდესაც “კოპენჰაგენმა” პირველი ადგილი მანამდე გაინაღდა. მასპინძლებმა, რომელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველმა ხოჭოლავას შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს – 30-ე წუთზე ანგარიში ვინდმა გახსნა, ხოლო 53-ეზე სლოვაკთა კარი ჰოილუნდმა აიღო. ბრატისლაველებში საყრდენმა ნახევარმცველმა კანკავამ მოედანზე 2 ტაიმი დაჰყო, ხოლო კაშია ავადმყოფობის გამო განაცხადში ისევ არ იყო. საბოლოოდ, “კოპენჰაგენი” 15 ქულით F ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მე-2 პოზიციაზე 8 ქულით პაოკი გავიდა, რომელმაც პარალელურად გამართულ შეხვედრაში შინ გიბრალტარის “ლინკოლს” 2:0 აჯობა. “სლოვანი” 7 ქულით მე-3 აღმოჩნდა.