ირაკლი ბიძინაშვილი ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს

0
16

ბათუმის „დინამომ“ ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა, რომელმაც გასული სეზონის გორის „დილაში“ გაატარა და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. მან განვლილ სეზონში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედლების მფლობელის რიგებში 27-ჯერ ითამაშა და 7 ოლი გაიტანა. 24 წლი ბიძინაშვილმა კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, სადაც 2013-2018 წლებში გამოდიოდა. შემდეგ, ის სომხეთის „ნოაში“ გადავიდა, ხოლო „დილაში“ გადაბარგებამდე ლატვიაში „იელგავაში“ თამაშობდა. ბიძინაშვილმა „დილაში“ 2 სეზონი გაატარა.