მე-4 წრის საუკეთესო ფეხბურთელი ნიკა გაგნიძეა, საუკეთესო მწვრთნელი გიორგი მიქაძე

0
6

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესო ფეხბურთელი გორის “დილას” ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე გახდა, იუწყება eliga.ge. 20 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. გორელთა კაპიტანმა თავისი გუნდის მიერ ბრინჯაოს მედლების მოპოვებასა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხელი დიდად შეუწყო.


მე-4 წრის საუკეთესო მწვრთნელად “თელავის” თავკაცი გიორგი მიქაძე დაასახელეს. თელაველებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე 9-დან 6 თამაში მოიგეს და 3-ჯერ დამარცხდნენ. მიქაძის გუნდმა საბოლოო ჯამში 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი დაიკავა.
ეროვნული ლიგის მე-4 წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
ეკარე: ანდრეს პრიეტო (დინამო თბილისი)
მცველები: ნიკოლოზ მალი (საბურთალო), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ანტონ თოლორდავა (თელავი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი)
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ ბაშალეიშვილი (თელავი), ირაკლი ბიძინაშვილი (დილა), ნიკა გაგნიძე (დილა)
თავდამსხმელები: თორნიკე ახვლედიანი (ტორპედო), თორნიკე კაპანაძე (დილა)
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმის “დინამომ” მოიგო, რომელის არსებობის ისტორიაში ოქროს მედლებს პირველად დაეუფლა.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე კი, თბილისის “საბურთალომ” გაიმარჯვა. თბილისელებმა ტიტული თავის ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.