მორიგი აღიარება – მამუკა გორგოძე დიდების დარბაზში შეიყვანეს

0
44

პოპულარულმა სარაგბო გამოცემა „რაგბიპასმა“ ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე დიდების დარბაზში შეიყვანა.
აღნიშნულმა ვებგვერდმა უამრავი კანდიდატიდან 12 საუკეთესო 8 ნომერი დაასახელა. მამუკა გორგოძესთან ერთად სიაში არიან: უეინ ვერმიულენი, ზინზან ბრუკი, კირან რიდი,სერჯიო პარისე, სებასტიან შაბალი, ლორენს დალალიო, ვეინ შელფორდი, სკოტ ქუინელი, პირრ სპისი, როდნი სო’ოიალო და ბობი სკინსტადი.
ასევე გულშემატკივრებს შეუძლიათ ხმის მიცემა,რომ გამოვლინდეს დიდების დარბაზის ძირითადი 15-ეული. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ RugbyPass-ს და ხმა მამუკა გორგოძეს მისცეთ.