„ზალცბურგი“ ავსტრიული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

0
10

„ზალცბურგი“ პირველი ავსტრიული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მე-6 შეხვედრაში ზალცბურგელებმა ესპანეთის „სევილიას“ უმასპინძლეს და ოკაფორის მიერ მატჩის 50-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 გაიმარჯვეს. „ზალცბურგმა“ 10 ქულით G ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.
პირველი პოზიცია „ლილმა“ მოიპოვა, რომელმაც ბოლო შეხვედრაში სტუმრად „ვოლფსბურგს“ 3:1 აჯობა და 11 ქულა დააგროვა. „სევილია“ 6 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და ასპარეზობას ევროპა ლიგაში გააგრძელებს, რომელიც ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ 6-ჯერ მოუგია.