შერმადინის 17 ქულა და “ტენერიფეს” მეორე მარცხი “ლუდვიგსბურთან”

0
19

საქართველოს ნაკრების მეფარე გიორგი შერმადინის შედეგიანი თამაშის მიუხედავად “ტენერიფე” საშინაო არენაზე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში გერმანიის წარმომადგენელ “ლუდვიგსბურთან” 83:99 დამარცხდა. ტენერიფელებმა ლუდვიგსბურგელებთან საგარეო მარცხიც განიცადეს და ამ ორი წაგების წილ სამი მოგება აქვთ.
გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა ცხრიდან ექვსი ორქულიანი და ხუთივე საჯარიმო გამოიყენა.
“ტენერიფე”  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით შეხვედრას 21 დეკემბერს იტალიის კუნძულ სარდინიაზე, იქაურ “სასარისთან” ჩაატარებს.