„ლაიფციგს“ დომენიკო ტედესკო გაწვრთნის

0
16

გერმანიის „ლაიფციგს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ჰყავს. კლუბის ხელმძღვანელებმა ნდობა დომენიკო ტედესკოს გამოუცხადეს, რომელმაც კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. „ლაიფციგის“ გაძღოლამდე ბოლოს ტედესკო მოსკოვის „სპარტაკს“ ავარჯიშებდა – 2019 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მაისამდე.
36 წლის წარმოშობით იტალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა, რომელიც გერმანიის მოქალაქეცაა, „ლაიფციგში“ ჯესი მარში შეცვალა. ახალ კლუბში ტედესკოს თანაშემწეები ანდრეას ჰინკელი და მეკარეების მწვრთნელი მაქს ურვანჩკი იქნებიან. ტედესკოს ნახსენები კლუბების გარდა, კარიერის განმავლობაში ერცგებირგეს აუე-ს და გელზენკირხენის მთავარ მწვრთნელადაც უმუშავია.