„იუვენტუსი“ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, უხვგოლიანი თრილერი სანკტ-პეტერბურგში

0
15

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულდა. იტალიურმა გრანდმა ბოლო ტურში შვედეთის „მალმიო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე მოიზე კინმა გაიტანა.
პარალელურად მიმდინარე მატჩში სანკტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ უხვგოლიანმ თრილერში ლონდონის „ჩელსის“ სამი ქულა არ დაანება. შეხვედრის მე-2 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში გერმანელმა ტიმო ვერნერმა გახსნა. 38-ე წუთზე ბრაზილიელმა კლაუდინიომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 41-ე წუთზე მასპინძლები ირანელმა სერდად აზმუნმა დააწინაურა. 62-ე წუთზე თავი ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინა, რომელმაც სექტემბრის შემდეგ „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირში პირველი გოლი გაიტანა. მაშინ, მან ასევე „ზენიტის“ კარი აიღო. 85-ე წუთზე ვერნერმა დუბლი მიითვალა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ანგარიში ოზდოევმა გაათანაბრა.
H ჯგუფში „იუვენტუსმა“ 15 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. „ჩელსი“ 13 ქულით მეორეა. „ზენიტს“ 5 ქულა აქვს და ევროპა ლიგაში გადაინაცვლა.