ნინუა „ანორთოსისიდან“ პაოკში ბრუნდება

0
11

ნიკა ნინუა იანვარში ფამაგუსტას „ანორთოსისს“ დატოვებს და ბერძნულ სალონიკის პაოკში დაბრუნდება. ამის შესახებ კვიპროსუ;ლი მედია იუწყება. 22 წლის ქართველი ნახევარმველი პაოკმა მიმდინარე სეზონის წინ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ გაანათხოვრა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელი კვიპროსულ კლუბში ვერ დამკვიდრდა. მან ჩემპიონატშსი მხოლოდ 3-ჯერ (ერთხელ სასტარტოში) ითამაშა და მოედანზე საერთო ჯამში 86 წუთი გაატარა.
ნინუა 2020 წლის ზაფხულში პაოკმა თბილისის „დინამოდან“ შეიძინა და ქართველმა ბეძნულ გუნდში საბერძნეთის სუპერლიგაში 9 მატჩი (2 სასტარტოში) ჩაატარა და 1 ბურთი გაიტანა. ნინუამ საბერძნეთის თასზე სალონიკელთა მაისური 3-ჯერ მოირგო და 1 გოლი მიითვალა.