ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მე-6 ტურის პირველ სათამაშო დღეს მსაჯებმა მოედნიდან 6 ფეხბურთელი გააძევეს. ეს ტურნირში ერთი სათამაშო დღის ანტირეკორდის გამეორებაა, რომელიც 2009 წლის 21 ოქტომბერს დამყარდა.
წითელი ბარათები კაილ უოკერმა („მანჩესტერ სიტი“), ველინტონმა („ბეშშიქთაში“) და ნიკოლა ბარელამ („ინტერი“) მიიღეს.
„პორტუ“ – „ატლეტიკოს“ დაპირისპირებაში მსაჯმა სამი ფეხბურთელი გააძევა: მადრიდელებიდან იანიმ კარასკო, ხოლო პორტუგალიელებიდან ვენდელ ბორხესი და აგუსტინ მარჩეზინი.
