ევრო 2022 | ელიტ რაუნდი
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ევრო 2022-ის ელიტ რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე – ხორვატიას, რუმინეთს და ისლანდიას დაუპირისპირდება.
მატჩები 2022 წლის გაზაფხულზე – 23, 26 და 29 მარტს გაიმართება. ელიტ რაუნდის მასპინძელი ქვეყანა და მატჩების განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა, 6-12 ოქტომბერს, ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, სლოვაკეთში 18 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიმართება. ფინალურ ეტაპზე მასპინძელი სლოვაკეთის გარდა, ელიტ რაუნდის ჯგუფებში გამარჯვებული 7 ნაკრები ითამაშებს.
ევრო 2023 | საკვალიფიკაციო რაუნდი
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2023 წლის 19-წლამდელთაევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა, სადაც, საქართველოს 19-წლამდე ეროვნული გუნდის მეტოქეები გამოვლინდა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს საკვალიფიკაციო რაუნდში – ინგლისი, დანია და მონტენეგრო დაუპირისპირდებიან.
მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 21, 24 და 27 სექტემბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს დანია უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

