ზურიკო დავითაშვილი: „ჩემი გოლი? მთავარია, რომ გავიმარჯვეთ“

0
26

ტულას „არსენალის“ თავდამსხმელის ზურიკო დავითაშვილის თქმით, „ხიმკისთან“ მარცხი უსამართლობა იქნებოდა, რადგან მისი გუნდი ორი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა.
განვლილი შეხვედრა „არსენალმა“ სტუმრად 2:1 მოიგო და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა, ხოლო საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. მანამდე, ბევრი ქულა დავკარგეთ და ამიტომ ახლა ყოველი შეხვედრა უნდა მოვიგოთ. ჩვენ 0:1 ვაგებდითა, არადა, უპირატესობას მთლიანად ვფლობდით, ბევრ ორთაბრძოლას ვიგებდით და საგოლე მომენტებს ვქმნიდით. ასეღ ვითარებაში წაგება უსამართლობა იქნებოდა. კარგია, რომ მეორე ტაიმში ორჯერ გავიტანეთ და მოვიგეთ.
ჩემი გოლი? მინდა ვთქვა, რომ ამ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე ევანს კანგვასთან ფლანგები გავცვალეთ. ის მარჯვნივ გადავიდა, ხოლო მე საპირისპირო ფლანგზე. ერთ-ერთ ეპიზოდში კარგი სისწრაფე ავკრიფე, ცენტრისკენ შევიწიე და ზედა კუთხეში დავარტყი. ყველაფერი წარმატებით გამოვიდა. შემდეგ კიდევ ევანსმა გაიტანა. ჩემთვის მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და 3 ქულა ავიღეთ“ – განაცხადა დავითაშვილმა.