წიტაიშვილის და ვაჩიბერაძის ზედიზედ მესამე მარცხი

0
16

ოდესის „ჩერნომორეცმა“, რომლის კაპიტანი საყრდენი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძეა და სადაც საქართველოს ნაკრების გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდის, უკრაინის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.
ამჯერად, ოდესელები დნიპროში ადგილობპრივ „დნიპრო 1“-თან 1:3 დამარცხდა, არადა, მე-12 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ შემდეგ საკუთარ კარში 3 უპასუხო ბურთი მიიღეს. სტუმართა რიგებში ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო. წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ვაჩიბერაძე 33-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 78-ეზე შეცვალეს. „ჩერნომორეცი“ 11 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.