ქვილითაია კორონავირუსით დაინფიცირდა

0
23

აპოელის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა: „რომანტიკული პაციენტი კორონავირუსით“.
სწორედ კორონავირუსის გამო, მან კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში შინ „პაფოსთან“ (1:1) ფრედ დასრულებული მატჩი გამოტოვა. განვლილ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა დისკვალიფიკაციი გამო არ ითამაშა. ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ტრავმის მორჩენის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და თამაშში 83 წუთზე ჩაეერთო. მან „პაფოსთან“ დაპირისპირებამდე ბოლო მატჩის 18 ოქტომბერის ჩაატარა. აპოელი 15 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.