ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის K League 1-ის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, რომელმაც „ულსანის“ შემადგენლობაში სამხრეთ კორეაში სადებიუტო სეზონის ჩაატარა, კუთვნილი ჯილდო 7 დეკემბერს სეულში K League 1 Award -ის ცერემონიალზე მიიღო.
ყაზაიშვილმა ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან სამხრეთ კორეის თასზე გამართულ ორ შეხვედრში მეტოქის კარი ერთხელ აიღო. გარდა ამისა, ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში 8-ჯერ ითამაშა და მოწინააღმდეგეები 4-ჯერ დაამწუხრა, პლუს 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. „ულსანმა“ ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში და კორეის თასზე გათამაშებას 1/2-ფინალში გამოეთიშა.
ყაზაიშვილი გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და დებიუტანტისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზიც მიიღო.
