კვეკვესკირს ისევ მცირე სათამაშო დროს მისცეს

0
20

ნიკა კვეკვესკირს პოზნანის „ლეხში“ სასტარტო შემადგენლობა ისევ არ ანდეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჩემპიონატში და თასზე ზედიზედ ორ თამაშში მოედანზე პირველი წუთიდან იყო, მაგრამ ექსტრაკლასას მე-17 ტურში სტუმრად „ზეგლებიესთან“ 3:2 მოგებულ დაპირისპირებში ისევ შეცვლაზე შევიდა. კვეკვესკირი მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა, როდესაც შეხვედრაში ხუთივე გოლი გაუსლი იყო და ანგარიში აღარ შეცვლილა. ის „ლეხში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და ექსტრაკლასაში ჩატარებულ 15 მატჩში სასტარტოში 5-ჯერ მოხვდა. მის ანგარიშზე ერთი გოლი. კვეკვესკირმა თასზე 3-ჯერ (2-ჯერ) სასტარტოში იასპარეზა. „ლეხი“ 38 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.