აბურჯანია მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძვის

0
8

გიორგი აბურჯანიამ „ჟილ ვისენტეში“ გადასვლის შემდეგ, ჩემპიონატში სასტარტო შემადგენლობაში პირველად ათამაშეს. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-13 ტურში „ჟილ ვისენტემ“ „ფამალიკაო“ მიიღო და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წუთი ადრე შეცვალეს. მან 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. აბურჯანია პორტუგალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს და „ფამალიკაოსთან“ დაპირისპირებამდე ჩემპიონატში 7-ჯერ შეცვლაზე ითამაშა. მანამდე, ერთი მატჩი თასზე სასტარტოში ჩაატარა. პორტუგალიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, აბურჯანია, ესპანელი ფრან ნავარო და იაპონელი ფუჯიმოტო მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძოლებენ. გამოკითხვა „ჟილ ვისენტეს“ ფეისბუქსი გვერდზე მიმდინარეობს. „ჟილ ვისენტე“ 17 ქულით 18-გუნდიან პრიმეირა ლიგაში მე-8 პოზიციაზეა.