უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის Refresh კურსი იწყება

0
21

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურს გეგმავს.
უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის Refresh კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია და სასწავლო პროცესი 9-10 დეკემბერს თეორიული ნაწილით დაიწყება, 11 დეკემბერს კი, მწვრთნელები პრაქტიკულ მოდულს გაივლიან.
რაც შეეხება უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის Refresh კურსს, ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე რეგისტრაცია გრძელდება. სასწავლო კურსი 16-17 დეკემბერსაა დაგეგმილი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სფფ-ის ტექნიკურ დეპარტამენტს.