ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშება ორ ტურში დასრულდება

0
15

5 დეკემბერს, ქალთა ლიგის ზედა და ქვედა ჯგუფების მორიგი ტური გაიმართა. ზედა ჯგუფში, შეხვედრები თბილისსა და ხობში ჩატარდა.
თბილისში, სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში, თბილისის „ნიკე“, „ლანჩხუთს“ დაუპირისპირდა. ანგარიში, შეხვედრის 31-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ გახსნა. ლანჩხუთელებმა, რომლებიც რამდენიმე წამყვანი მოთამაშის – მარიამ დანელიას, ნინო ჩხარტიშვილისა და თეონა ბაქრაძის გარეშე თამაშობდნენ, მატჩის მიწურულს თამაშის შემოტრიალება მოახერხეს.  81-ე და 85-ე წუთებზე, მარიამ კალანდაძემ, დუბლი შეასრულა და „ნიკეს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა წაართვა. „ლანჩხუთმა“ 1-2 გაიმარჯვა და ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშების დარჩენილ ტურს, მშვიდად ჩაატარებს.
ხობში, პაატა თათარაშვილის სახელობის სტადიონზე, ხობის „კოლხეთის“ ქალთა გუნდი, თბილისის „კვარტალს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა, თანაბარ ორთაბრძოლაში, ძირითადად, მინდვრის ცენტრში მიმდინარეობდა და გუნდებსაც დიდი ხიფათი მოწინააღმდეგის კართან, არ შეუქმნიათ. თუმცა, ორ მომენტში თამაშში აქტიურად ჩაერთო, „კვარტალის“ მეკარე, თეკლე გულორდავა, რომელმაც კარის ჩარჩოში წასული ბურთები მოიგერია. შეხვედრა კი, ფრედ, 0-0 დასრულდა.
ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფში თამაშები 3 და 4 დეკემბერს ჩატარდა. ქუთაისის „მართვემ“, საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ბაზაზე, „გორი იუნაიტედს“ უმასპინძლა და ანგარიშით 5-3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ ტურამდე, გორელები, მართვეს 3 ქულით უსწრებდნენ და გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე, პლეი-აუტის ზონის მიღმა იყვნენ. თუმცა, ქუთაისში წაგებული შეხვედრის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. გორულ და ქუთაისურ კლუბებს თანაბარი 13-13 ქულა აქვთ, უკეთესი ბურთების შეფარდებით კი, პლეი-აუტის ზონა “მართვემ” დატოვა.
მე-4 ტურის შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით, მე-4 წუთზე ეთერ სულაშვილმა გახსნა, რომელმაც, 89-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმში მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ, რაც ანგარიშშიც აისახა. ანა ჯანელიძე, 13 წუთიან მონაკვეთში ჰეთ-ტრიკი (52’, 56’, 65’) შეასრულა. თანაგუნდელს, მხარი ლანა გორგაძემაც აუბა, რომელმაც გოლი 62-ე წუთზე გაიტანა. კიდევ, 3 გოლი გავიდა შეხვედრის ბოლო, 10-წუთიან მონაკვეთში. 82-ე წუთზე ანგარიშის შემცირება გორელთა მცველმა ნათია სხირტლაძემ მოახერხა. 84-ე წუთზე კი, ანა სინატაშვილმა სტატუს-კვო აღადგინა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატჩის მიწურულს, ეთერ სულაშვილმა კიდევ მოახერხა „მართვეს“ კარის აღება.
მომავალი სეზონიდან, ქალთა ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობა „ბათუმი“. აჭარულმა გუნდმა, დღეს, ქვედა ჯგუფის ლიდერს, „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა. ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის თამაშების დარჩენილი კალენდარი და სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.