მაკა კუპატაძე ევროსარბიელს დაუბრუნდა

0
25

მცირე პაუზის შემდეგ მაკა კუპატაძე ევროსარბიელს დაუბრუნდა. ფეხის ტრავმის გამო ფიბა-ს ერთადერთ ქართველ ქალს რამდენიმე კვირა გაუცდა, თუმცა ის უკვე მწყობრშია და საქართველოს ჩემპიონატის თამაშების შემდეგ ევროტურნირებსაც დაუბრუნდა. კუპატაძე 8 და 15 დეკემბერს ქალთა ევროლიგისა და ევროპის ლიგის მატჩებს მოემსახურება.
ვი-თი-ბი ლიგის მატჩის კომისრობა მოუწევს მერაბ რატიშვილს. 6 დეკემბერს ბელარუსის დედაქალაქში “ცმოკი-მინსკი” ყაზანის “უნიკსს” უმასპინძლებს და სწორედ ამ შეხვედრას მოემსახურება რატიშვილი.

მაკა კუპატაძე (მსაჯი)
ქალთა ევროლიგა. 8 დეკემბერი. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (თურქეთი) – გალათასარაი (თურქეთი)
ქალთა ევროპის თასი. 15 დეკემბერი. ლუბლინი (პოლონეთი)
ლუბლინი (პოლონეთი) – ტარბი (საფრანგეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
ვთბ-ლიგა. 6 დეკემბერი. მინსკი (ბელარუსი)
ცმოკი-მინსლი (ბელარუსი) – უნიქსი (ყაზანი, რუსეთი)