„რეალმა“ ზედიზედ მერვედ მოიგო, ვინისიუსის მე-10 გოლი ლა ლიგაში

0
13

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგაში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. მე-16 ტურში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი სან სებასტიანის ადგილობრივ „რეალ სოსიედადს“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 47-ე წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა. ის მხოლოდ ქარიმ ბენზემას ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 12 ბურთია. ვინისიუს ჟუნიორი ლა ლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელიც 2000 წელს დაიბადა და ამ სეზონში 10 ბურთი გაიტანა.
მადრიდელებიდან მეორე ბურთი თავის ანგარიშზე სერბმა ლუკა იოვიჩმა გაიტანა, რომელიც მე-17 წუთზე მოედანზე ტრავმირებული ბენზემას მაგივრად შევიდა. ამ უკანასკნელს ბარძაყის კუნთი დაუზიანდა. 2020 წლის 9 თებერვლის შემდეგ იოვიჩმა „რეალში“ თავი პირველად გამოიჩინა. მან მაშინ „ოსასუნას“ კარი აიღო.
„რეალმა“ ყველა ტურნირში ზედიზედ 8 თამაში მოიგო. საერთო ჯამში, ანჩელოტის გუნდმა ბოლო 11 შეხვედრიდან 10 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
ევროპის ტოპ-5 ლიგაში მხოლოდ „რეალს“ ჰყავს 2 ფეხბურთელი, რომლებმაც ჩემპიონატში 10 ან მეტი გოლი მიითვალეს – ბენზემა და ვინისუს ჟუნიორი.