რაგბის პოპულარიზაციისთვის იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

0
15

საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლობითი დელეგაცია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს ეწვია.
რაგბის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, ვიცეპრეზიდენტმა თორნიკე გოგებაშვილმა, რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელი გაიოზ მონიავამ და გამგეობის წევრმა გიორგი კობახიძემ ხუთი რაიონი და რამდენიმე ლოკაცია მოინახულეს – წყალტუბოში, ჭიათურაში, ლენტეხში, ცაგერსა და ამბროლაურში.

მათ გამართეს შეხვედრები პარლამენტის წევრთან გოჩა ენუქიძესთან, რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორ პარმენ მარგველიძესთან და ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხებოდა ბავშვთა რაგბს, ადგილობრივი სარაგბო კლუბების დახმარებას, რაგბის პოპულარიზაციას და რაც მთავარია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელთა პროექტირება-მშენებლობა 2022 წლიდან დაიწყება.
უახლოეს პერიოდში რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ანალოგიური მისიით ონის მუნიციპალიტეტს ეწვევა.