მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა, კვერკველია სიჭინავასთან დამარცხდა

0
15

გიორგი მიქაუტაძე ზედიზედ მეოთხე მატჩში როგორც ჩემპიონატში, ასევე თასზე გოლი ვერ გაიტანა. ბელგიის უმაღლესი დივიზიონის მე-17 ტურში „სერენი“ სტუმრად „ბრიუგეს“ შეხვდა და 2:3 წააგო.
შეხვედრის მე-17 წუთზე ანგარიში პენალტიდან ბასტ დოსტმა გახსნა. 30-ე წუთზე იმავე დოსტმა დუბლი შეასრულა. 42-ე წუთზე იალოუმ ერთი გოლი გაქვითა, ხოლო შესვენებამდე ერთი წუთით ადრე სანდრამ მასპინძლები ისევ 2 ბურთით დააწინაურა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე „სერენიდან“ თავი დელ ფაბრომ გამოიჩინა და მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მიქაუტაძემ, რომლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ბელგიის პირველობაზე ჩატარებულ 11 თამაშში მეტოქეები 7-ჯერ დაამწუხრა, ხოლო თასზე სამ შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა. „სერენი“ 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ხარკოვის „მეტალისტი“ შინ კოვალიევკას „კოლოსთან“ 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი სოლომონ კვერკველია მასპინძლების სასტარტოში არ იყო და თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებში მოედანზე პირველი წუთიდან ნიკა სიჭინავა იმყოფებოდა, რომელიც 59-ე წუთზე შეცვალეს. „მეტალისტი“ 19 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა, ხოლო „კოლოსი“ 21 ქულით მეცხრეა.