„მილანის“ საუკეთესო სტარტი 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ

0
2
MILAN, ITALY - DECEMBER 04: Franck Kessie of AC Milan celebrates with team mates after scoring their side's first goal during the Serie A match between AC Milan v US Salernitana at Stadio Giuseppe Meazza on December 04, 2021 in Milan, Italy. (Photo by Marco Luzzani/Getty Images)

„მილანი“ იტალიის სერია A-ში გალიდერდა. სტეფანო პიოლის შეგირდებმა შინ „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხეს. მასპინძლებიდან ანგარიში მე-5 წუთზე კესიემ გახსნა, ხოლო მე-18 წუთზე სალემაეკერსმა მეორე გოლი გაიტანა.
„მილანს“ 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო სტარტი აქვს. მაშინ, გუნდმა სეზონი ოქროს მედლებით დაასრულა. 16 ტურის შემდეგ „როსონერი“ 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს. გასულ სეზონში მილანელებმა 16 ტურში 37 ქულა დააგროვეს.
ბერგამოს „ატალანტამ“ სტუმრად „ნაპოლი“ 3:2 დაამარცხა. არსებობის ისტორიაში ბერგამოელებმა იტალიის ჩემპიონატში სტუმრად ზედიზედ 5 თამაში მეორედ მოიგეს. პირველად ეს 2020 წლის იანვარ-ივლისში მოხდა.