ლევანდოვსკიმ კლაუს ფიშერის რეკორდი გააუმჯობესა

0
11

რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგაში კიდევ ერთი ერთი რეკორდი დაამყარა. მე-14 ტურში „დერ-კლასიკერ“ დერბიში „ბაიერნმა“ სტუმრად დორტმუნდის „ბორუსია“ 3:2 დაამარცხა, ხოლო პოლონეთოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა დუბლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენელებმა დორტმუნდელებს ზედიზედ მე-7 თამაში მოუგეს, ბოლო 20 შეხვედრიდან კი, უქულოდ 15-ჯერ დატოვეს.
33 წლის ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში სტუმრად ჩატარებულ მატჩებში 118 გოლი მიითვალა, რაც რეკორდია. მანამდე, ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი გერმანიის ეროვნული გუნდის, „შალკესა“ და „კიოლნის“ ფორვარდ კლაუს ფიშერს (117) გოლი ჰქონდა.
ლევანდოვსკიმ 2021 წლის განმავლობაში ყველა ტურნირში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე მეტოქეები 66-ჯერ დაამწუხრა და უპირობო ლიდერია, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი („ბორუსია“), კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“) და კილიან მბაპე (პსჟ) არიან – 45-45 გოლით. სხვათა შორის, ჰოლანდმა თავი გუშინდელ მატჩშიც გამოიჩინა. მან “ბაიერნს” ოთხ მატჩში ოთხი ბურთი გაუტანა, ხოლო “ბორუსიაში” ამ სეზონში გამართულ 8 მატჩში 11 გოლი მიითვალა.