კვარაცხელია ნიჟნი ნოვგოროდში დამარცხდა, ლობჟანიძემ სახლში უშანსოდ წააგო

0
14

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ყაზანის „რუბინი“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, გასვლაზე „ნიჟნი ნოვგოროდთან“ 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში შეცვალეს. მან მოედანი უკმაყოფილომ დატოვა და ხელთათმანებიც კი მოისროლა.
მასპინძლები მე-2 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 28-ე წუთზე გაიტანეს. „ნიჟნი ნოვგოროდმა“ მეტოქის კარი მეორედ 41-ე წუთზე აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „რუბინი“ 22 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-16 ტურში დრეზდენის „დინამომ“ შინ „კარლსრუე“ 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. გიორბელიძემ მიმდინარე სეზონში „დინამოში“ 5-ჯერ ითამაშა და სასტარტოში ერთხელ მოხვდა. დრეზდენელები 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 პოზიციაზე არიან.
„ჰათასფორი“, სადაც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგის მე-15 ტურში შინ „ბაშაქშეჰირთან“ 0:3 განადგურდა. საქართველოს ნაკრების გარემარბი სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. „ჰათაისფორი“ 26 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.