ხავის პირველი მარცხი, „ბარსელონას“ ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 18 წელიწადში

0
9

ხავის ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ პირველი მატჩი წააგო. ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში კატალონიელები შინ სევილიას „ბეტისთან“ 0:1 დამარცხდნენ. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ხუანმი ხიმენესმა გაიტანა. სევილიელებმა „ბარსელონა“ 2018 წლის 11 ნოემბრის შემდეგ ლა ლიგაში პირველად დაამარცხეს. მაშინ, „ბეტისმა“ 4:3 გაიმარჯვა.
„ბარსას“ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 15 მატჩში 23 ქულა აქვს, რაც ბოლო 18 წლის მანძილზე გუნდის მიერ ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია. კატალონიელები 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზე არიან და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 16 ქულიტ ჩამორჩებიან. „ბეტისი“ 30 ქულით მე-3 პოზიციაზეა.