კახა ცხადაძის გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დედაქალაქურ დერბიში „ლოკომოტივთან“ (3:2) გაამრჯვებით დაასრულა.
შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთიდან „დინამოს“ 37 წლის მეკარე ომარ მიგინეიშვილი გააცილეს, რომელმაც კარიერაში საქართველოს ჩემპიონატში 200 მატჩზე მეტი ჩაატარა და ეროვნულ ნაკრებშიც არაერთხელ მიუწვევიათ.
მატჩის მე-10 წუთზე მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გიორგი გაბედავამ თავით პასი კარის წინ მდგომ ტოგოელ მცველ საიმონ ბენიოს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-18 წუთზე „ლოკომოტივის“ საჯარიმოში მარტო დარჩენილი ოსეი ბარნსი კარიდან გამოსულმა სოსო კოპალიანმა წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გაბედავამ გამოიყენა – 2:0.
43-ე წუთზე ბექა დარცმელიამ „ჯარიმის“ შესრულების დროს „დინამოს“ საჯარიმოში ნიკა სანდოხაძე მოძებნა, რომელმაც საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო სენეგალლემა მცველმა ადამა ვადიმ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
81-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ლევან ხარაბაძემ ზუსტი გადაცემა გაუკეთა სერბ ფორვარდ ზორან მარუშიჩს, რომელმაც თითქმის კარის ხაზიდან გაიტანა – 3:1. 28 წლის მარუშიჩი 16 გოლით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი სერბია, ვინც ეს მოახერხა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „ლოკომოტივმა“ მარჯვენა ფრთიდან კუთხური ჩააწოდა და ადამა ვადიმ თავურით დუბლი მიითვალა.
განვლილ შეხვედრაში “დინამოში” ლაშა აწყურელის, ჯადული იობაშვილის, გიორგი ომარაშვილის, დიტო ფაჩულიას და ნოდარ ლომინაძის დებიუტი შედგა.
აქვე გეტყვით, რომ “ლოკომოტივში” 15 წლის მეკარე სოსო კოპალიანმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.
ა | კლუბი | თ | ± | ქ | |
---|---|---|---|---|---|
1. | ![]() |
36 | 46 | 75 | |
2. | ![]() |
36 | 31 | 70 | |
3. | ![]() |
36 | 13 | 61 | |
4. | ![]() |
36 | 12 | 57 | |
5. | ![]() |
36 | -2 | 53 | |
6. | ![]() |
36 | -18 | 44 | |
7. | ![]() |
36 | -12 | 41 | |
8. | ![]() |
36 | -6 | 40 | |
9. | ![]() |
36 | -21 | 27 | |
10. | ![]() |
36 | -43 | 21 |
