დავითაშვილის შედევრი და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი

0
14

ზურიკო დავითაშვილმა ტულას “არსენალის” მაისურით  თავისი მე-3 გოლი გაიტანა, რომელიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის კარიერაში ჯერჯერობოთ საუკეთესოა. რუსეთის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ტულელებმა სტუმრად “ხიმკის” შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე პენალტიდან გახსნეს. 61-ე წუთზე, დავითაშვილმა ბურთი მარცხენა ფრთაზე მიიღო, სამ მცველს გვერდი აუარა და მეკარისგან მარცხენა “ცხრიანში” ულამაზესი დარტყმით მასპინძლების კარი აიღო. 87-ე წუთზე “არსენალიდან” “ხიმკის” კარი კანგვამ აიღო.
დავითაშვილმა 90-ე წუთზე მეტოქის მცველ იდოვუს მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და გააძევებინა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო. მან “არსენალის” მაისურით ეს ჯილდო პირველად დაიმსახურა. ტულელებს 19 ქულა აქვთ და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე არიან.