სანდრო მამუკელაშვილის სასტარტო და მოგება „მაიამისთან“

0
23

სანდროს მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქზმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი „მაიამი ჰითს“ შეხვდა და ვისკონსინელთა შორის ბერძენი ვარსკვლავის იანის ანტეტოკუნმპოს არყოფნის მიუხედავად, ფლორიდელები 124:102 დაამარცხა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21 წუთი ითამაშა. ამ დროში სანდრომ  5 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი შეასრულა. სანდრომ თამაშიდან სამიდან ერთი სამქულიანი და ორქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.
„მილუოკი ბაქზს“ 15 მოგება და 9 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 7 დეკემბერს „კლივლენდ კავალიერზის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.