ქართველების „სლოვანმა“ ზედიზედ მეცხრედ მოიგო – კაშია განაცხადში ავადმყოფობის გამო არ იყო

0
12

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო. ამჯერად, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად „ზლატე-მორავცე“ 2:1 დაამარცხა. საყრდენმა მცველმა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მცველი კაშია განაცხადში ისევ არ იყო, რის მიზეზიც ტრავმაა. „სლოვანი“, რომელმაც მიმდინარე სეზონში 1 თამაში წააგო, 44 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ ტრნავის „სპარტალს“ 11 ქულით ასწრებს.